გაკვეთილის გეგმები I კლასი




N1

გაკვეთილის თემა
,,თხუპნია
სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი საფეხური, I კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა
23 მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
არ არის
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
მოსწავლეებმა შეძლონ მოისმინონ და გაიგონ ნაცნობ თემატიკაზე
შექმნილი მცირე ზომის ტექსტი და გამოხატონ თავისი დამოკიდებუ
ლება.
შეძლონ მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.
გარკვეული საყრდენების დახმარებით შეძლონ მარტივი, ყოფითი
       ტექსტის წერა.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართ.1.4.მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს დაგაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები  და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ.1.14.მოსწავლეს  შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენანაცნობ თემებზე.
ქართ.1.15.მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტის წერა.
თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)

A ფაზა - გამოწვევა
აქტივობა I
(დრო-10  წთ)

მოსწავლეები დაათვალიერებენ მასალას, რომელიც მასწავლებელმა ბუკში გადმოუგზავნა. გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.

აქტივობა II
ტექსტის კითხვა (დრო 5 წთ)

მასწავლვლეებელი, შემდეგ კი  მოსწავლეები კითხულობენ
ტექსტს.

აქტივობა III - მთელი კლასი (დრო 5წთ)

მასწავლებელი სვამს კითხვებს:
რას უწუნებენ ჩიტები თხუპნიას?
თქვენ როგორ უვლით თქვენს სასკოლო  ნივთებს?

აქტივობა IV

დაასახელე ვინ არის მოსაწონი, ვინ არის დასაწუნი:

მაბეზღარა

თხუპნია

ზარმაცი

მოწესრიგებული

მშრომელი

ბეჯითი

აქტივობა V (დრო 3 წთ)

მოიფიქრეთ სამსიტყვიანი  წინადადებები , სადაც გამოიყენებთ სიტყვებს:

თხუპნია, ზარმაცი, მოუწესრიგებელი, მოწესრიგებული, მშრომელი

აქტივობა VI ( დრო 5წთ)

დაეხმარე თხუპნიას გაკვეთილების ცხრილის დალაგებაში.
დაასახელე, რომელ დღეს რომელი მოსდევს.

აქტივობა   VII (დრო 2 წთ)
გაკვეთილის შეჯამება.
შეფასება
მოსწავლეები შეფასდებიან იმის მიხედვით, თუ როგორ გაიგებენ
1. მოსმენილ,  ნაცნობ თემატიკაზე
შექმნილი მცირე ზომის ტექსტს  და გამოხატავენ თავისი დამოკიდებუ
ლებას.
2.შეძლებენ  მარტივი წინადადებების შედგენას ნაცნობ თემებზე.
3.გარკვეული საყრდენების დახმარებით შეძლებენ მარტივი, ყოფითი
ტექსტის წერას.
საკლასო მენეჯმენტი -
საგანმანათლებლო რესურსები
მთელი კლასი

სახელმძღვანელო, ბუკი, დაფა, ცარცი.





N2

თემა
დედის დღე
კლასი
კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
23
გაკვეთილის მიზანი

მისაღწევი შედეგები

გაკვეთილის მსვლელობა
საშინაო დავალების  გამოკითხვა
განწყობის შექმნა ნახატებით
ფაზა - გამოწვევა
სლაიდ შოუ დედაზე და გაზაფხულზე
კითხვები:
1.     წელიწადის რომელი დროა?
2.     რომელია გაზაფხულის თვეეები?
3.     რომელია  გაზაფხულის პირველი თვე?
4.     როგორ იცვლება ბუნება გაზაფხულზე?
5.     რა დღესასწაულებია  მარტში?
6.     როდის  არის  დედის  დღე?
7.     რატომ არის  დედის  დღე გაზაფხულზე?
8.     ვინ  იცის  დედაზე ლექსები?
9.     ანდაზები  ვინ  იცის  დედაზე?
წუთშესვენება - სიმღერა დედაზე
ფაზა -
კითხვები ტექსტის ირგვლივ:
1.     როგორ  ემზადება დაჩი  დედის  დღისთვის?
2.     რას აკეთებს  ია?
ტექსტის ,,დედის დღე“  წაკითხვა როლებში
ფაზა - შეჯამება
სლაიდ შოუს მეშვეობით  მომზადებული სავარჯიშოების  შესრულება:
1.     შეადგინე წინადადებები
გაზაფხული ია ყვავილი
დედა
ბარათების დარიგება და წარწერების  გაკეთება
კითხვარების  დარიგება - შევსება
შეფასება - სიგელების  გადაცემა

შეფასება
განმავითარებელი, ვაფასებ შესაბამისი  რუბრიკის მიხედვით
რესურსი
მოსწავლის წიგნი, დაფა, პროექტორი


N3


გაკვეთილის  მთავარი თემა
თ და შ  ასო-ბგეების გაცნობა
სწავლების საფეხური

დაწყებითი I კლასი
მოსწავლეთა პროფილი
20



გაკვეთილის მიზნები და შედეგები

თ და შ ბგერების დაფიქსირება და მეტყველებიდან მათი გამოყოფა, მიმარტების დამყარება  შესაბამის გრაფიკულ ხატთან; თ და შ ასოების გამოყოფა მთლიანი სიტყვიდან და თავასოს დაფიქსირება; ლექსიკის გამდიდრებაზე ზრუნვა


შეფასების საგანი და პროცედურები

ვიყინებ განმავითარებ შეფასებას, ვაკეთებ სიტყვიერ კომენტარს

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

ანბან-პლაკატი,დაფა,მოძრავი ანბანი,მოსწავლის წიგნი,საანბანო ლოტო,სამუშაო რვეული



გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
ანბან-პლაკატზე მუშობა; თ და შ ასოების დაფიქსირება (3 წთ)
ვკითხულობ ანბან-პლაკატს ; ვაფიქსირებ შესასწავლ ასოებს.
ლექსიკური სავარჯიშოები( 5წთ) - თამაში  გამოვიცნოთ რომელ ასოზე იწყება სიტყვა, ვასახელებ რამდენიმე სიტყვას


1.    ლექსიკური სავარჯიშოები (5 წთ)
თამაში - გამოვიცნოთ რომელ ასოზე წყება სიტყვა. ვასახელებ რამდენიმე სიტყვას. ბავშვები გამოიცნობენ თავასოს.
_ მე სიტყვას დაგისახელებთ, თქვენ მითხარით რა ასოზე იწყება იგი.
_ დამისახელეთ -ზე დაწყებული სიტყვები.
_ დამისახელეთ -ზე დაწყებული სიტყვები.
            ამ სავარჯიშოს შეიძლება ჯგუფური თამაშის სახეც მივცეთ. ჯგუფები ასაზელებენ -ზე და -ზე დაწყებულ სიტყვებს. მასწავლებელი თითოჯერ ვეხმარები თითოეულ ჯგუფს.
            თამაშს დასრულების შემდეგ სიტყვიერად ვაფასებ თითოეული ჯგუფის მუშაობას.

2.    ანბანთქების წაკითხვა (2 წთ)
საანბანო კუნწულებიდან წავუკითხავ -ზე და -ზე ლექსებს:
თრიალეთის მთათა კალთებს
თავზე მთვარე დაჰქათქათებს
თეთრ თელასთან ფთილაა თუ
თეოს თეთრი თრითინა თვლემს.
-ზე
შარიშურა შინდიანში
შტოზე შეჯდა შვიდი შაშვი
შეეხვეწა შაქრო შიოს
-       შვილო შურდულს შეეშვიო.
მოსწავლეებს ვთხოვ დააკვიდრდნენ ლექსებს, რომელი ბგერა მეორდება ყველაზე ხშირად.

3.    ნახატიან ლექსიკონზე მუშაობა (7 წთ)
მივმართავ მოსწავლეებს:
_ დაადეთ თითი ასო -.
_ ახლა ვნახოთ, რაწერია თითოეული ნახატის ქვეშ.
            მოსწავლეები თთს გაყოლებით ასახელებენ სიტყვებს. ასევე დამუშავდება მეორე ასო - .
            შემდეგ დაფაზე ვწერ თითო-თითო სიტყვას ნახატიანი ლექსიკონიდან, ჯერ მოკლე სიტყვებს. ვავალებ მოძებნონ მსგავსი სიტყვა ლექსიკონში და დაასახელონ რა წერია დაფაზე.
            ამის შემდეგ ვსვამ კითხვას:
            _ დააკვირდით ასოზე დაწყებულ რომელიმე სიტყვაში ხომ არ გვხვდება ჩვენ მიერ შესწავლილი მეორე ასო - .
            _ ახლა ვნახოთ -ზე დაწყებულ რომელიმე სიტყვაში ხომ არ გვხვდება ჩვენ მიერ შესწავლილი მეორე ასო -

4.    წუთშესვენება (1 წთ) - გამამხნევებელი მსუბუქი მოძრაობებით.

5.    საანბანო ლოტოზე მუშაობა (7 წთ)
ბავშვები ეძებენ თითოეულ სამეულში -ზე დაწყებულ სიტყვებს, სამივე ასხმაში რომ იპოვნიან, დაულაგდებათ თავსი სალექსიკონო მასალა.

6.    სავარჯიშო სამუშაო რვეულიდან (10 წთ)
ჯერ წავუკითხავ ინსტრუქციას (რომელშიც ორივე ასოა - და ). შემდეგ კიდევ
გავუმეორებ შემოხაზონ სიტყვები, რომლებშიაც ორივე ასოა და -. ორივე ასო ერთ სიტყვაში. შემდეგ მოსწავლეებს ხმამაღლა წავაკითხებ მოცემულ სიტყვებს. შემდეგ ვიკითხავ:
_ პირველად რომელი სიტყვა შეგხვდათ, რომელშიც ორივე ასო და ერთად გვაქვს?
ყველა ერთად შემოხაზავენ შესაბამის სიტყვას. დანარჩენ სიტყვებს მოსწავლეები დამოუკიდებლად შემოხაზავენ.
შემოწმება:
მოსწავლეები წაიკითხავენ, რომელი სიტყვები შემოხაზეს. სწორი ვარიანტები დაიწერება დაფაზე. მოსწავლეები, რომლებმაც შეცდომები დაუშვეს, გადახაზავენ შეცდომას და შემოხაზავენ სწორ პასუხს.
ამით დავასრულებ გაკვეთილს.
















       N4

გაკვეთილის თემა
ალექსი და აქლემი
სწავლების საფეხური
დაწყებითი Iგ კლასი
მოსწავლეთა პროფილი
23  მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ტექსტის შეგნებულად და გააზრებულად კითხვა.
მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ კითხვის ძირითადი სტრატეგიებიმათ უნდა შეძლონ ინფორმაციის თანაკლასელებისთვის გაცნობა,
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
1.ტექსტის კითხვა ანალიზი.
2.დამატებითი ინფორმაციის მიღება.
3.ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
4.ცხოველების ამოცნობა.
5.ვენის დიაგრამით ცხოველის დახასიეთება
წინასწარი ცოდნა
1.მოსწავლეებს შეუძლიათ ცხოველების დასახელება
2.შეუძლიათ ცხოველებზე ინფორმაციის გადამოწმება.
3.მოსწავლეებს შეუძლიათ ცხოველების ხატვა.
შეფასების საგანი და პროცედურები
1.ინდივიდუალური მუშაობა
2.ახალი მასალის ახსნისას აქტიურობა.
3.პაუზებით კითხვა კომენტარები.
4.გმირის დახასიათება ვენის დიაგრამით
5.ტექსტის კითხვა.
6.საშინაო დავალება.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
საწერი კალამიფანქარირვეული,სახელმძღვანელოდაფაწებო,ცარცი,პროგრამა prower point, word,
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა1. (5წთ)  გონებრივი იერიშის რუკა,კითხვის მზადება.
აქტივობა2. (5წთ)  ტექსტის კითხვაუცნობისიტყვების გაგებატექსტის გაგება გააზრება კითხვა პასუხით.
აქტივობა3. (8წთლიტერატურული პარალელის გავლება ცხოველებზე შესწავლილი მოთხრობებიდანსაკუთარი აზრის დასაბუთება.
აქტივობა4. (10წთვენის დიაგრამით ცხოველის დახასიეთება
აქტივობა (3წთ). გამოიცანი რა ცხოველია
თამაში (5 წთ) ცხოველია თუ ფრინველი?!
საშინაო დავალება (2წთ). ტექსტი კარგი კითხვითაქტივობის რვეულში დავალების შესრულება.
პრეზენტაცია (2წთ). ხელნაკეთი წიგნების პრეზემტაცია
       


N4


გაკვეთილის  თემა
თერთმეტი, თორმეტი...
სწავლების საფეხური

დაწყებითი I კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
22



გაკვეთილის მიზანი

გაეცნონ ათეულს,როგორც თვლის ახალ ერთეულს, ისწავლონ 11-დან 20-მდე რიცხვების ჩაწერა, წაკითხვა და გამოსახვა.
წინარეცოდნა

შეფასება,შეფასების კრიტერიუმები

განმავითარებელი
ვაკეთებ სიტყვიერ კომენტარს შეფასების რუბრიკის მიხედვით

მისაღწევი შედეგები  და ინდიკატორები
ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის გროვას; კითხულობს და წერს რიცხვებს; ითვლის წინ და უკან,განმარტავს 11-დან 2ო-მდე რიცხვის სახელდებას; იყენებს 0-ს  და მის აღმნიშვნელ სიმბოლოს შესაბამის სიტუაციებში

სასწავლო მასალა და რესურსები

დაფა, თვალსაჩინო მასალა (პლაკატები),მოსწავლის რვეული






გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა  - გამოწვევა
1.     საშინაო დავალების შემოწმება.
2.     დავითვალოთ სხვადასხვა საგნები წყვილ-წყვილად, სამ-სამად, ოთხ-ოთხად და ა.შ.
3.     ჩხირებისაგან შევადგინოთ ორსაგნიანი, სამსაგნიანი და ა.შ. გროვები.
B ფაზა - კონსტრუირება
1.     თვალსაჩინო პლაკატზე  მოსწავლეებს ვაჩვენებ 11-დან 20-მდე რიცხვებს   და განვუმარტავ მათ  სახელწოდებებს.
მაგ:
 











 
ათ - ერთ - მეტი                     თერთმეტი

და ა.შ.
ფაზა - შეჯამება
1.     დავითვალოთ ოცამდე, გამოვსახოთ რიცხვები 11-დან 20-მდე რიცხვები დაფაზე.
2.     ამოვხსნათ ამოცანა: 7 ავტომანქანა კარტოფილით დაიტვირთეს, 2 კი - კომბოსტოთი. რამდენით ნაკლები ამტომანქანა დაუტვირთავთ მუშებს კომბოსტოთი?
3.     შევასრულოთ მოქმედებები:
1+5           7-6         8-2           6-5      
9+0           5+4         10-2        10-8

საშინაო დავალების მიცემა



Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen