Mittwoch, 16. Januar 2019

კვლევის ანგარიში

                                                                                       კვლევის  ანგარიში

საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები
დაწყებით საფეხურის I-IV კლასებში



სსიპ  ქ. ქუთაისის N29 საჯარო სკოლის
 დაწყებითი საფეხურის პედაგოგი ლანა ბართაია






2018 წ.






სარჩევი
შესავალი ................................................................................................................................................... 3
თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1. მოკლე ინფორმაცია დაწყებითი საფეხურის I-IV კლასებზე .................................................. 3
1.2. პრობლემა და საკვლევი საკითხი .................................................................................................. 3
1.3. პრობლემის  გამომწვევი სავარაუდო მიზეზები ......................................................................... 4
1.4. კვლევის მიზანი ................................................................................................................................. 4
1.5. კვლევის ამოცანები ........................................................................................................................... 4

II თავი
ლიტერატურა ..................................................................................................................................... 5
III თავი

3.1. პრაქტიკული კვლევის არსი ............................................................................................................. 9
3.2. კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა ......................................................................... 9

IV თავი
კვლევის დიზაინი
4.1. სამიზნე ჯგუფი ................................................................................................................................... 9
4.2. საკვლევი კითხვების ფორმულირება ............................................................................................. 9
4.3. კვლევის მეთოდები ...........................................................................................................................10
4.4. კვლევის ვადები ................................................................................................................................. 10

V თავი
 კვლევის შედეგები
5.1. მონაცემთა ანალიზი ...........................................................................................................................10
5.2. კვლევის მიგნებები ............................................................................................................................. 16
5.3. შესაძლო ინტერვენციები ................................................................................................................... 16
5.4. განხორციელებული ცვლილებები ................................................................................................... 17
VI თავი.
რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება
6.1. რეკომენდაციები .................................................................................................................................  17
6.2. ინტერვენციის შეფასება ..................................................................................................................... 18
VII თავი
დასკვნა ......................................................................................................................................................... 18


შესავალი
      წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქ. ქუთაისის N29 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის I-IV კლასებში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. ნაშრომში განხილულია  მასწავლებლის  მიერ მიცემული საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული  პრობლემები და  და მისი გადაჭრის გზები , დაგეგმილი ინტერვენციები და მისი შედეგები.
       ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან.
I თავში მოცემულია ინფორმაცია  სსიპ ქალაქ ქუთაისის N29 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების  შესახებ. განხილულია პრობლემა  და  საკვლევი საკითხი. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. კვლევის მიზანი   და კვლევის ამოცანები.
II თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს.
III თავი ლიტერატურის მიმოხილვას ეთმობა.
IV თავში კვლევის დიზაინია განხილული.
V თავი ეხება კვლევის საფუძველზე მიღებულ შედეგების ანალიზს. ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასებას.
VI თავი  მოიცავს რეკომენდაციებს
VII თავში გაკეთებულია დასკვნა.
ანგარიშს თან ახლავს დანართები.


თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა

1.1. მოკლე ინფორმაცია დაწყებითი საფეხურის I-IV კლასებზე

      სსიპ ქ. ქუთაისის N29 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურის I-IV  კლასებში სწავლობს  265 მოსწავლე, აქედან  134  გოგონა და 131  ვაჟი. აღნიშნულ კლასებში სხვადასხვა საგანს ასწავლის 14 პედაგოგი. აქედან 11 პედაგოგს აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი  და სამს კი პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი. პედაგოგები აქტიურად არიან ჩართული მოსწავლეების სწავლა-აღზრდის საქმეში და მუდმივად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტრენინგ-პროგრამებში.

1.2. პრობლემა და საკვლევი საკითხი

        ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის მანძილზე ხშირად მსმენია მოსწავლეთა მშობლებისაგან შემდეგი განცხადებები საშინაო დავალებასთან დაკავშირებით, რომ მისი შესრულება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მოსწავლეები არც თუ ისე ხალისით ასრულებენ საშინაო დავალებას და ძალდატანებით უწევთ მათ ამის შესრულება. უარეს შემთხვევაში მშობელი ასრულებენ მოსწავლის მიერ შესარულებელ საშინაო დავალებას. ხშირად მეც შემინიშნავს მშობლის მიერ შესრულებული დავალება, რაც რა თქმა უნდა ძალიან ცუდ გავლენას ახდენდა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე. აღნიშნული პრობლემა გავაჟღერე ჩემს კოლეგებთან და აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრობლემები მათთანაც შეინიშნებოდა.
       აქედან გამომდინარე გადავწყვიტე მეწარმოებინა პედაგოგიური კვლევა, გამომეკვეთა რეალური პრობლემა და მომეხდინა შესაბამისი რეაგირება პრობლემის აღმოსაფხვრელად, კოლეგების დახმარებით. ვინაიდან, საშინაო დავალების შესრულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის.
      ვფიქრობ, რომ აღნიშნული კვლევა დამეხმარება აღმოიფხვრას არსებული პრობლემები და შეირჩეს ოპტიმალური გზები საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც ასევე დაეხმარებათ ჩემს კოლეგებს ეფექტურად წარმართონ სასწავლო პროცესი.

1.3. პრობლემის  გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
         საშიანო დავალების შესრულებასთან დაკავშირებუბლი   პრობლემების სავარაუდო მიზეზებად შეიძლება განვიხილოთ:
საშინაო დავალების ჭარბი მოცულობა
არასაკმარისი ინსტრუქცია საშინაო დავალების შესრულებისთვის
დროის ფაქტორი - მოსწავლეების დღის  რეჟიმიდან გამომდინარე შეიძლება არ რჩებათ საკმარისი დრო
საშინაო დავალების ხარისხზე ასევე შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს მისი სირთულე და ასევე არასისტემატიური შემოწმება მასწავლებლის მხრიდან

1.4. კვლევის მიზანი

       კვლევის მიზნად განისაზღვრა - დაწყებითი საფეხურის I-IV კლასებში საშინაო დავალებასთან დაკავშირებული პრობლემების  აღმოფხვრა, მისი ხარისხიანად და სრულყოფილად შესრულება მოსწავლეთა მიერ და ამისთვის მასწავლებლის მხრიდან მაქსიმალური ხელშემწყობი ფაქტორების გამოყენება და მიღწეული შედეგების შეფასება.

1.5.  კვლევის ამოცანები

მოსწავლეთა,  მშობელთა  გამოკითხვა
პედაგოგთა გამოკითხვა
მონაცემების კოდირება და ანალიზი
ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება
შედეგებისა და დასკვნების შეფასება-  პრეზენტაცია



II თავი
ლიტერატურა
      მსოფლიოს თითქმის ყველა  ქვეყანის სასწავლო სისტემაში საშინაო დავალება სწავლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.
        საშინაო დავალება სწავლა-სწავლების ნაწილია, იქნება ეს წერილობით შესასრულებელი თუ ზეპირად სასწავლი. თუ  მოსწავლე ჩართულია სწავლის პროცესში, ის მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენს დავალების შესრულებისას, ზრუნავს შესრულებული დავალების ხარისხზე. შესრულებულ სამუშაოს მისთვის დიდი ღირებულება აქვს (Newmann, 1986). ასეთი მოსწავლეები გამოხატავენ უფრო მეტი ცოდნის შეძენის სურვილს და პოზიტიურ დამოკიდებულებას სკოლისა და სწავლის მიმართ.
      საშინაო დავალების არსი მდგომარეობს შემდეგში:  მოსწავლეები განიმტკიცებენ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას, ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, საშინაო დავალება მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, თვალ-ყური ადევნონ შვილის სასკოლო საქმიანობას. საშინაო დავალება მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და  არაპირდაპირ ასწავლის დროის მენეჯმენტს, რაც  ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში.
    მეცნიერების აზრით, მოსწავლეებისთვის მიცემული საშინაო დავალება კლასების შესაბამისად და გონივრულად  უნდა იყოს შერჩეული, რათა მოსწავლეს დარჩეს საკმარისი დრო თანატოლებთან თამაშისა და მშობლებთან ურთიერთობისთვის. ფსიქოლოგების აზრით, პატარა  ბავშვებისთვის თამაში არ არის მხოლოდ გართობა, არამედ ეხმარება მათ, პრაქტიკაში შეიმეცნონ სამყარო. 
   ზოგიერთ ქვეყანაში საშინაო დავალებებს იმ მოსწავლეებს აძლევენ, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ. სხვა ქვეყნებში ბავშებს საშინაო დავალება დამატებითი ვარჯიშისათვის ეძლევათ. ამის გამო, კვლევები საშინაო დავალების ეფექტურობის შესახებ შერეულ შედეგებს გვაწვდის (Cooper, Robinson & Patall, 2006; Trautwein, 2007).
       საინტერესოა, როგორი  მიდგომაა საშინაო დავალებისადმი სხვადასხვა ქვეყანაში. ამერიკის საგანმანათლებლო ასოციაციის ექპერტებს  მიაჩნიათ, რომ მოსწავლე პირველ კლასში მეცადინეობას უნდა უთმობდეს 10 წუთს. II კლასში – 20 წთ;  III-IV – 30 წთ;  V-VI – 1 საათს
     მკვლევრეის აზრით, საშინაო დავალების ეფექტურობა დამოკიდებულია მოსწავლეების ასაკზე. კარგად არის ცნობილი, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მოსწავლის ყურადღების კონცენტრაციისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი. საშინაო დავალების ეფექტურობა მოსწავლეთა ასაკთან ერთად მატულობს. TIMSS-ის მიხედვით, მასწავლებლები მოსწავლეთა შეფასებას დროის საკმაოდ დიდ ნაწილს უთმობენ. შეფასების სიხშირე და სწავლების ფორმატი სასკოლო პედაგოგიკის მნიშვნელოვან ინდიკატორებს წარმოადგენს.

     მინდა შემოგთავაზოთ ფსიქოლოგების მიერ მოწოდებული პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მშობლებს  საშინაო დავალებების მომზადებისას დაეხმარებათ:
·   პასუხისმგებლობა
თუ კი ბავშვს გაცნობიერებული ექნება დავალების შესრულების აუცილებლობა და ვალდებულება, მას პასუხისმგებლობის გრძნობაც გაუჩნდება, მაგრამ სასურველია, ჯერ გამოვუმუშავოთ გაკვეთილებისადმი, როგორც მისთვის მნიშვნელოვანი საქმისადმი მიდგომა.
·წესები და ვალდებულებები
აქ მნიშვნელოვანია მივაჩვიოთ ბავშვი წესებს, პროცედურებს, რეჟიმს, რომელიც საბოლოო ჯამში, სისტემატურ ხასიათს შეიძენს და ორგანიზებულობაში გადაიზრდება.
სკოლიდან დაბრუნებისთანავე დავალებების მომზადებას ნუ დააწყებინებთ, საჭიროა ბავშვს ,,ამოვასუნთქოთ, დავასვენოთ”, რათა  ნელ- ნელა გადმოერთოს სასკოლოდან  ოჯახურ გარემოზე.
დავალებების შესრულებას  დააწყებინეთ  მარტივიდან რთულისკენ პრინციპით. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ნებისმიერ ბავშვს რთული დავალების შესასრულებლად, დიდი დრო სჭირდება, ბავშვი იღლება, თავს წარუმატებლად თვლის, თვითშეფასება ეცემა და ამ დროს შესაძლოა დავალების თავის არიდებისკენ გაუჩნდეს სწრაფვა. ამასთან ნუ გადატვირთავთ დამატებითი სავარჯიშოებითა და ამოცანებით.
განათლების სპეციალისტებს, მშობლების მხრიდან დიდ შეცდომად მიაჩნიათ  სასწავლო პროცესის შეწყვეტა იმ მიზნით, როცა ვთხოვთ, მაგალითად, მარკეტში ჩარბენას ან ნაგვის გადაყრას. სამუშაო პროცესისგან მოწყვეტა არ არის რეკომენდებული!
ხშირ-ხშირად დაასვენეთ მოსწავლე! უფროსებიც კი ვისვენებთ და ბუნებრივია ბავშვისთვის ეს აუცილებელიცაა. საშინაო დავალებების მომზადება უნდა ხდებოდეს ისეთივე ,,გაკვეთილებისა”  და ,,შესვენებების” მონაცვლეობით, როგორიც სკოლაშია, იმ განსხვავებით, რომ დრო აქ მკაცრად რეგლამენტირებული არ არის. მნიშვნელოვანია, რომ არ შევზღუდოთ ბავშვი, მივცეთ მოძრაობის საშუალება, არ დავუშალოთ შუალედში მიირთვან წვენი, ხილი.
·სამუშაო სივრცის ორგანიზება
სასურველია გარემო, სადაც ბავშვებს უწევთ დავალებების მომზადება, სწორად იყოს ორგანიზებული, მაგალითად, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ისე უნდა ისხდნენ მაგიდასთან, რომ ქვედა კიდურები იატაკს ებჯინებოდეს, შუქი სამუშაო ადგილას მარცხნიდან ეცემოდეს (თუ ბავშვი ცაციაა, პირიქით, მარჯვნიდან). ოთახში დავალებების შესრულებისას დაიცავით სიწყნარე, ხმაური ყურადღებას ადუნებს  და  ხელს უშლის მას კონცენტრირებაში.
·ვისწავლოთ ბავშვთან ერთად და არა მის მაგივრად!
თუ კი ვთანხმდებით იმაზე, რომ საშინაო დავალების მიზანია სწავლის პროცესის ხელშეწყობა, მაშინ ლოგიკურია  მასწავლებელმა უნდა შეაფასოს არა ერთობლივი ნამუშევარი, არამედ მოსწავლის დამოუკიდებელი შრომა, რადგან ცოდნას იღებს ბავშვი  და არა თქვენ.
დაეხმარეთ მაშინ, როცა ის ამას საჭიროებს.
ხშირად, პრობლემას წარმოადგენს მეთოდები, რომლითაც ვეხმარებით მოსწავლეს. მასწავლებელი ამას სხვაგვარად ახორციელებს, შედეგად ვიღებთ დაბნეულ ბავშვს. თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი სირთულეებს განიცდის დავალებების მომზადებისას, კონსულტაცია გაიარეთ საგნის მასწავლებელთან.
       წარმოიდგინეთ, რომ ერთად მიემგზავრებით რთულ მოგზაურობაში,  რომლის დროსაც მთავარი გმირი ის პატარა მამაცი მოგზაურია, რომლის თანმხლები პირი  თქვენ ხართ.  მშობელი, ამ მოგზაურობაში  დამკვირვებელი, მიმართულების მიმცემია, ეს არანაკლებ საპასუხისმგებლოა, ვიდრე თავად დავალების შესრულება, ამიტომ უფროსებს  დასჭირდებათ მეტი  გამძლეობა, ძალა  და თავდაჯერებულობა წარმატებაში, ვიდრე მათ პატარებს.
·ხაზი გაუსვით მის წარმატებებს! ხშირად შეაქეთ!
         ეცადეთ ყოველთვის იგრძნოს ბავშვმა თქვენი სიყვარული, შეაქეთ ის, მოიწონეთ მისი საქმიანობა, თუ კი ხარისხიანად და დროულად შეასრულა დავალება – ეს მატებს მოსწავლეებში რწმენას საკუთარ თავში, რომელიც საბოლოო ჯამში მას მიზნის მიღწევაში დაეხმარება. იმის ცოდნა, რომ ოჯახისათვის ის მნიშვნელოვანი და ძვირფასია, მიუხედავად მისი მიღებული ქულებისა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ,,მოლოდინები ზემოქმედებენ  ბავშვის ქცევებზე, ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით (MILLEZ,1975) დამტკიცდა, რომ  ის ბავშვი, ვისაც სისტემატურად აქებდნენ აკურატულობის, პასუხისმგებლობის გამო, ცდილობდნენ გაემართლებინათ  მოლოდინი და ყოფილიყვნენ აკურატულები, კეთილები  და დამჯერები. ნუ დაიშურებთ კეთილ, თბილ სიტყვებს ბავშვებისათვის”. (პრაქტიკული ფსიქოლოგია, მანანა ნარგიზაშივლი, თბილისი 2011 ტ.1    გვ .78)
·     გამორიცხეთ ნეგატივი თქვენს სასაუბრო ლექსიკაში!
თუ მშობელი თვლის ,რომ ,,ძვირფასს” დროს კარგავს, როცა დახმარებას უწევს მას და ხშირად უმეორებს ამას, ბავშვს უვითარდება არასრულფასოვნების კომპლექსი,  ის ვარდება განცდებში, რომელიც საბოლოოდ მის სწავლაზეც აისახება.
       ეცადეთ არ გამოიყენოთ ისეთი ეპითეტები როგორიცაა: ზარმაცი, უყურადღებო და ა.შ. ისეთი ფრაზები როგორიცაა: ,,დავიჯერო, არ შეიძლებოდა ეს უფრო დროულად შეგესრულებინა?” ,, ამ დროისათვის ის… უფრო კარგად გააკეთებდა”. არ შეადაროთ მისი ცოდნა სხვა მოსწავლის ცოდნას. დაიხსომეთ, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ნუ დააჩქარებთ მისი მუშაობის ტემპებს, ფსიქოლოგთა აზრით, ეს იწვევს მათ ნერვოზულობას, რაც უარყოფითად აისახება დავალებების შესრულებაზე. თუ თქვენ გადაწყვიტეთ დახმარება გაუწიოთ თქვენს შვილს დავალებების მომზადებისას, საჭიროა აღიჭურვოთ მოთმინებითა და შემოქმედებითობით, რათა მეცადინეობა გადაიქცეს არა მტანჯველ პროცედურად, არამედ ურთიერთობისა და შემეცნების საინტერესო საშუალებად.
    რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა  საშინაო დავალების ეფექტურობისთვის? გაითვალისწინოს რაოდენობა,  წინასწარ  განსაზღვროს და დაგეგმოს დავალება ისე, რომ მოსწავლის პოტენციალი მაქსიმალურად აამუშაოს, რათა მიაღწიოს შედეგს და უფრო მეტიც, სიამოვნებით იმუშაოს მოსწავლემ. არ არის აუცილებელი ყოველდღე საშინაო დავალების მიცემა. სახლში დავალება მხოლოდ მაშინ მივცეთ, როდესაც დარწმუნებული ვართ, შემდეგ გაკვეთილზე ამ დავალების შემოწმებას მოვახერხებთ. როჯერსის მოლოდინის თეორიის მიხედვით, მასწავლებლების მოლოდინი გავლენას ახდენს მოსწავლეების მუშაობის ხარისხზე, სწავლის მოტივაციასა და მათ განწყობაზე წარმატებისა და მარცხის მიმართ. ისინი მასწავლებელთა მოლოდინის მიხედვით იქცევიან. მოსწავლეები სამუშაოს ასრულებენ მასწავლებლის მოლოდინის შესაბამისად. ნუ განსჯით მოსწავლეებს მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, რადგან ამით გამოხატავთ თქვენს მოლოდინს (მაღალი, დაბალი). ეცადეთ, გაამხნევოთ თქვენი მოსწავლეები და მისცეთ სტიმული, საუკეთესო კუთხით წარმოადგინონ თავიანთი ნიჭი და უნარი საშინაო დავალების შესრულებისას.
საშინაო დავალების შესრულება მოსწავლეს ჩვევაში უნდა გადაეზარდოს. თუმცა დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ აუცილებელია მისი გარეგანი და შინაგანი მოტივაციის შექმნა, როგორებიცაა: ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, დამოკიდებულება, მოთხოვნილებები, თვითრეალიზაციის მოთხოვნილება. ჯილდო, შექება, რომელიც კონკრეტული დავალებისათვის დაიმსახურა, არ უნდა იყოს ზოგადი, მაგ. ყოჩაღ, კარგი გოგონა ხარ და ა.შ., არამედ შენ ეს დავალება ზუსტად იმ ხერხით დამიწერე, რომელსაც მე გთხოვდით. ეს პერსონაჟი ზუსტად დააკავშირე მის პროტოტიპთან. შეიძლება ასევე რეიტინგული ცხრილის გაკვრა თვალსაჩინო ადგილზე.  ეს  გრძელვადიანი სამუშაოა. შედეგს მაშინვე ვერ დავინახავთ, მაგრამ არც უშედეგოდ ჩაივლის. ყველა ბავშვს შესაძლებლობები, განვითარებისა და შესასრულებელი სამუშაოს  ტემპი  სხვადასხვა აქვს. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. სწორად შერჩეული დავალება კი ხელს შეუწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას. ნაკლები იქნება იძულება, ხალისი კი – მეტი. მათ უნდა დარჩეთ თავისუფალი დრო თამაშისთვის,  მშობლებთან და თანატოლებთან ურთიერთობისთვის.
     მასწავლებელს დიდი ზეგავლენა აქვს ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებაზე. თუ მასწავლებელი მოსწავლეს შთააგონებს, რომ ის არის შრომისმოყვარე, ინტერესიანი და მოტივირებულია, ის შეიძლება მართლაც ასეთი გახდეს. ეს შანსი რომ ხელიდან არ გაუშვათ, ეცადეთ, შინ შესასრულებლად შეურჩიოთ ისეთი დავალებები, რომლებსაც ისინი დაძლევენ.
   შექება განაპირობებს წარმატებას, აძლიერებეს მოსწავლის თვითშეფასების უნარს, უნერგავს რწმენას და ზრდის მის კომპეტენციას. ნუ დაუწუნებთ ნამუშევარს, უთხარით, რომ თქვენ გჯერათ მისი შესაძლებლობების და მომავალში ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.
  შემოწმება ეხმარება მოსწავლეებს სწავლაში, მისი მეშვეობით ისინი აცნობიერებენ, რა იციან, რას მიაღწიეს და რა უნდა გააუმჯობესონ. სწავლა კეთებისა და უკუკავშირის პროცესში მიმდინარეობს.
        და ბოლოს, საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელია ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც უპასუხებს კვლევით გამოვლენილ რეალურ საჭიროებებსა და პრობლემებს, უზრუნველყოფს საგნის  სწავლების სრულყოფას სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე. დავალებების მიცემა გაკვეთილის ყველაზე რთული ნაწილია არა მარტო იმიტომ, რომ მოსწავლეებს დავალებები არ უყვართ. პრობლემები რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა ისეთი დავალებების მიცემა, რომლის მსგავსიც კლასში მათ უკვე შეასრულეს. მასწავლებელმა უნდა დაარწმუნოს მოსწავლეები, რომ საშინაო დავალება აუცილებელი და მნიშვნელოვანია მათთვის და ის მხოლოდ თავისუფალი დროის შესავსებად არ არის მოგონილი.  მასწავლებელმა ბავშვს ისეთი საშინაო დავალება უნდა მისცეს, რომ მას ერთი სული ჰქონდეს, მივიდეს სახლში, ისადილოს და დავალება შეასრულოს. ეს კი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მასწავლებელი მისცემს საინტერესოდ ფორმულირებულ დავალებას, რომელიც განწყობას შეუქმნის, მოიძიოს ახალი და ორიგინალური ინფორმაცია,  და გამოთქვას საკუთარი აზრი. მასწავლებელმა მოსწავლეს ინტრიგა უნდა დაუტოვოს, რათა მან თვითონ დაიწყოს ძებნა. სკოლაში შეიძლება ეს პატარა დოზით გაკეთდეს, მოსწავლეს ის დავალება დაამახსოვრდება უფრო კარგად და იოლად, რომელზეც თვითონ იპოვის პასუხს.
      განხილული საკითხებიდან გამომდინარე, მასწავლებელს დიდი დაფიქრება მართებს  საშინაო დავალების სწორად შერჩევისას, რათა ეს პროცესი დასჯად არ იქცეს, ხოლო მშობელმა კარგად უნდა გაიაზროს თავისი ფუნქცია, რა დოზით დაეხმაროს შვილს.


III თავი

 3.1. პრაქტიკული კვლევის არსი

     ჩემ მიერ განხორცილებული  პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით და  კოლექტიურ მიდგომას. პრობლემის იდენტიფიკაციას, მისი გადაჭრის გზების ძიებას, პობლემის აღმოსაფხვრელი ქმედებების დაგეგმვას, განხორციელებას და შედეგების შეფასებას. პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთგუნდად ერთიანდებიან, ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს და სასურველ შედეგსაც აღწევენ.

 3.2. კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა

სსიპ ქ.ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლის I-IV  კლასის  210 მოსწავლე
სსიპ ქ.ქუთაისის 29-ე - საჯარო სკოლის I-IV კლასის მოსწავლეთა 150 მშობელი
სსიპ ქ.ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლის I-IV კლასის 12  პედაგოგი

IV თავი
კვლევის დიზაინი

 4.1. სამიზნე ჯგუფი

დაწყებითი საფეხურის I-IV კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და დაწყებითი საფეხურის I-IV კლასში შემსვლელი პედაგოგები

4.2. საკვლევი კითხვების ფორმულირება
     განვსაზღვრე რა კვლევის მიზანი, ჩამოვაყალიბე საკვლევი კითხვები. კვლევის მთავრი კითხვა იყო: რა არის საშინაო დავალების შესრულების სირთულე დაწყებით კლასებში?
მთავრი კითხვიდან გამომდინარე გამოიყო შემდეგი ქვეკითხვები:
როგორია საშიანო დავალებასთან დაკავშირებით პედაგოგების დამოკიდებულება?
ხომ არ ეძლევათ მოსწავლეებს დიდი მოცულობის დავალებები
იცნობენ თუ რა პედაგოგები შესაბამის ლიტერატურას
რამდენად ითვალისწინებენ პედაგოგები მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს დავალების მიცემის დროს
მოწმდება თუ არა დავალება სისტემატიურად

4.3. კვლევის მეთოდები

კვლევა ვაწარმოე შემდეგი მეთოდების გამოყენებით

გამოკითხვა - კერძოდ წერილობითი გამოკითხვა ანუ ანკეტირება. აღნიშნული მეთოდი გამოვიყენე I-IV კლასის პედაგოგებთან და მშობლებთან, ასევე მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლეებთან. კითხვარებიც მომზადდა შესაბამისად. ( იხ. დანართ 1. დანართი 2. დანართი 3. )
ინტერვიუ - ინტერვიუს მივმართე პედაგოგებთან და მოსწავლეებთან, რათა გამერკვია მათი დამოკიდებულება საშინაო დავალებისადმი
ფოკუსირებული დაკვირვება მოსწავლეთა საშინაო დავალების რვეულებზე


4.4. კვლევის ვადები
    კვლევის ვადები განისაზღვრა ოთხი თვით -  თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი.


V თავი
 კვლევის შედეგები
 5.1. მონაცემთა ანალიზი
      პედაგოგების გამოკითხვის მიზანი იყო  დამედგინა თუ რამდენად ზომიერია მათ მიერ მიცემული საშინაო დავალება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ  80% თვლის რომ ზომიერია, 10% -  მცირე მოცულობისაა და  10% -  დიდი მოცულობისაა.



ამოწმებენ თუ არა სისტემატიურად საშინაო დავალებას:  ყოველთვის ამოწმებს - 40%, ზოგჯერ -  50%, ვერ ვასწრებ -  10%.




ხალისით იღებენ თუ არა საშინაო დავალებას მოსწავლეები:  დიახ - 20% , არა -  50%, ზოგჯერ 30%.



აძლევენ თუ არა შესაბამის ინსტრუქციას საშინაო დავალების მიცემის დროს: ყოველთვის ვაძლევ ინსტრუქციას - 60%, ზოგჯერ ვაძლევ ინსტრუქციას - 30% და არასდროს ვაძლევ ინსტრუქციას -  10%


        მშობლებთან გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ  მათი შვილები უხალისოდ ასრულებენ საშინაო დავალებას და საჭიროზე მეტ დროს უთმობენ. კვლევის შედეგი ასეთია:
ხალისით ასრულებს თუ არა თქვენი შვილი საშინაო დავალებას:  დიახ - 30%, არა - 60%, ზოგჯერ 10%.
 საჭიროზე მეტ დროს ანდომებს თუ არა თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას:  დიახ - 60%, არა  - 20%, ზოგჯერ 20%.
ეხმარებით თუ არა თქვენს შვილს საშინაო დავალების შესრულებაში -  დიახ -  70%, ზოგჯერ -  20% ,  არა -  10 %.




        მოსწავლეების გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა,  რომ ისინი მშობლის დახმარების გარეშე ვერ ასრულებენ საშინაო დავალებას და ასევე ინსტრუქციები მათთვის ხშირად ბუნდოვანია, ასევე ზოგჯერ დიდი მოცულობის საშინაო დავლების შესრულებას დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საშინაო დავალებებს ვერ  ასრულებენ მშობლების დახმარების  გარეშე -  60%, ასრულებს  სრულიად  დამოუკიდებლად -  25%, ჭირდება  მცირეოდენი  მითითებები - 15%.



მშობლები დავალებებს  ახლიდან  უხსნიან იმიტომ, რომ მასწავლებელი ზოგჯერ არ ამუშავებს სათანადოდ - 30%,  ხანდახან გაკვეთილზე უყურადღებოდ ზის -  10%, დავალება რთულია და უჭირს გააზრება - 45%, დავალები ახლიდან ახსნა  არ სჭირდება - 15%.


მშობელის როლი ჩემს დავალების შესრულებაში: ჩემთან ერთად დაჯდეს და დამეხმაროს    - 10%.  რაც ნაკლებად ჩაერევა, მით მეტ დამოუკიდებლობას მიმაჩვევს  - 25%, უნდა დამეხმაროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში - 65%.



მოსწავლეებთან ინტერვიუს  შედეგად აღმოჩნდა რომ მათ ყველაზე მეტად მოსწონთ ბუკში ჩატვირთული დავალებები. კვლევის შედეგი ასეთია:
რა სახის დავალებების შესრულება მიხარია ყველაზე  მეტად: წერითი დავალებების - 25% , ზეპირი(კითხვა, თხრობა) -  10%, ბუკში ჩატვირთული დავალებების - 65%.




მოსწავლეებთან ჩატარებული ინტერვიუს შედეგად გამოიკვეთა
რატომ ვერ ვასწებ საშინაო დავალების შესრულებას: დროის სიმცირის გამო - 28%, ტელეგადაცემების გამო  - 13 %, მოჭარბებული დავალების გამო - 42%, ძალიან რთული საშიანო დავალების გამო - 17%.



       პედაგოგებთან ჩატარებული ინტერვიუს საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ისინი არ იცნნობენ შესაბამის ლიტერატურას, თუ რა დოზით და რისი გათვალისწინებით უნდა მოხდეს საშინაო დავალების მიცემა მოსწავლეებისათვის. კვლევის შედეგად კი დადგინდა: გამოკითხულთა 62.5% არ იცნობს შესაბამის ლიტერატურას საშინაო დავალების შესახებ, 12.5% თვლის რომ საშინაო დავალება საერთოდ არ უნდა ეძლეოდეთ მოსწავლეებს I-IV კლასებში და 25% თვლის რომ მოსწავლეები მაქსიმალურად უნდა დაიტვირთონ საშინაო დავალებით, რათა დარჩეთ ნაკლები დრო სხვა მავნე ჩვევებისთვის.


       

ფოკუსირებული დაკვირვების შედეგები – საშინაო დავალების ნიმუშების გასაცნობად შევაგროვე დაწყებითი კლასის მასწავლებლების მიერ მოსწავლეებისათვის მიცემული საშინაო დავალებები, რათა დამედგინა კონკრეტულად რა მოცულობის და შინაარსის საშინაო დავალებებს აძლევდნენ პედაგოგები მოსწავლეებს და რამდენად სისტემატიურად მოწმდებოდა დავალება. შედეგად გამოიკვეთა რომ მასწავლებელები სისტემატიურად არ ახდენდენ საშინაო დავალების შემოწმებას.
     საერთო ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები უხალისოდ ასრულებენ საშინაო დავალებას, რომ საშინაო დავალების შესრულებაზე დიდ დროს ხარჯავენ და  ურთულდებათ მისი შესრულება. ასევე გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები ყოველთვის არ ასწორებენ საშინაო დავალებას, ან თუ ასწორებენ, არასისტემატიურად და არასრულყოფილად ხდება დავალების შემოწმება, რაც იწვევს მოტივაციის დაცემას, ასევე ეს ხდება იმის საფუძველი, რომ მოსწავლე ან ვერ ასრულებს საშინაო დავალებას, ან უხარისხოდ ასრულებს.


5.2. კვლევის მიგნებები
კვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი:
მოსწავლეებს არ რჩებათ საკმარისი დრო დავალების შესასრულებლად, ვინაიდან დავალების მოცულობა დიდია
არ ხდება საშინაო დავალების სისტემატიური და სრულყოფილი შემოწმება მასწავლებელის მხრიდან
გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა პედაგოგებს შორის
არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა მოთხოვნილებები დავალების ტიპებთან დაკავშიერებით


 5.3. შესაძლო ინტერვენციები

     კვლევის შედეგების გათვალსწინებით დავგეგმე შესაძლო ინტერვენციები
შესაბამისი ლიტერატურის გაცნობა - დაწყებითი კლასების პედაგოგები გაეცნობიან ლიტერატურას, სადაც წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები საშინაო დავალების მიცემასთან დაკავშირებით, რა დოზით და რა სირთულის დავალება უნდა მიეცეს მოსწავლეს და რა უნდა იქნეს გათვალისწინებული საშინაო დავალების მიცემისას
აზრების გაზიარება -  შესაბამისი ლიტერატურის გაცნობის შემდეგ მოხდეს პედაგოგებს შორის აზრების გაცვლა, მსჯელობა და გადაწყვეტილებების გაზიარება, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საშინაო დავალების მიცემისას, რათა მისი შესრულება მოხდეს ხარისხიანად მოსწავლეთა მიერ
დაწყებითი კლასის მასწავლებლების მიერ საშინაო დავალების მიცემის დროს იქნეს გაცემული საშინაო დავალების შესრულებისთვის საჭირო ინსტრუქციები და საშინაო დავალება დროულად და სრულყოფილად იყოს შემოწმებული. მსგავსი მიდგომა მოსწავლეებს გაუადვილებს დავალების შესრულებას და მათში გაზრდის მოტივაციას.
მასწავლებლებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
მასწავლებლებმა  საშინაო დავალების მიცემისას გაითვალისწინონ  აუცილებლად მისი მოცულობა, ვინაიდან ის არ უნდა იყო მოსწავლისთვის ძალიან დიდი ზომის

5.4. განხორციელებული ცვლილებები

დაგეგმილი ინტერვენციებიდან განვახორციელე შემდეგი

დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის ლიტერატურის გაცნობა –
პედაგოგები გაეცნენ ეროვნულ სასწავლო გეგმას, მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ლიტერატურას, რომლიც მოძიებულ იქნა ინტერნეტში. ლიტერატურის გაცნობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემის დროს მასწავლებელმა გაითვალისწინოს მიღებული ინფორმაცია და მოსწავლეებს მიაწოდოს ისეთი სახის და ისეთი დოზის საშინაო დავალება, რომ მოსწავლემ ეს დავალება ხალისით და ხარისხიანად შეასრულოს.
დაწყებითი კლასის პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება – პედაგოგებს შორის მოეწყო შეხვედრები, სადაც მოხდა ლიტერატურის დამუშავების შემდეგ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების კოლეგებისთვის გაზიარება, შეჯერება თუ რა სახის, როგორი საშინაო დავალებები გაიცემა მოსწავლეებისთვის.
მასწავლებლებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება – დაწყებითი საფეხურის ყველა კლასში ჩატარდა მშობლებთან შეხვედრები, სადაც პედაგოგებმა დეტალურად ესაუბრეს მშობლებს საშინაო დავალების რაობის შესახებ და მისცეს მათ რეკომენდაციები, თუ როგორ ჩაერთონ შვილების დავალების შესრულების პროცესში.

VI თავი
რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება

6.1. რეკომენდაციები

       რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

დაწყებითი კლასის პედაგოგები მოსწავლეებისთვის დროულად გასცემენ საშინაო დავალების მიცემის დროს   საშინაო დავალების შესრულებისთვის საჭირო რეკომენდაციებს და დროულად და სრულყოფილად ახდენენ საშინაო დავალების შემოწმებას.
საშინაო დავალების მიცემის დროს მასწავლებელმა გაითვალისწინეს დავალების რაოდენობა, წინასწარ განსაზღვრეს და დაგეგმეს დავალება ისე, რომ მოსწავლის მოთხოვნილებები და ინტერესები  მაქსიმალურად გაითვალისწინეს და უფრო მეტად აძლევდნენ ბუკში ჩატვირთულ სავარჯიშოებს, ასევე ხდებოდა მოსწავლის  ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება საშინაო დავალების მიცემის პროცესში
მშობლები ცდილობდნენ საშინაო დავალების შესრულებისას აღმოეჩინათ სათანადო დახმარება და არა თვითონ მოეხდინათ შვილის დავალების შესრულება


6.2. ინტერვენციის შეფასება

შეფასების მიზანს წარმოადგენს, გამეგო:

რამდენად ეფექტურია კვლევის მიერ შემუშავებული საშინაო დავალების მიცემა მოსწავლისათვის.
დაეხმარება თუ არა მოსწავლეს ამგვარად მიცემული საშინაო დავალებები მათ ხარისხიანად და ხალისით შესრულებაში.
ლიტერატურის გაცნობა დაეხმარება თუ არა დაწყებითი კლასის პედაგოგებს მოსწავლისათვის საშინაო დავალების სწორად მიცემაში

     პედაგოგთა შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით, მნიშვნელოვანი იყო დამედგინა, იქონია თუ არა გავლენა პედაგოგის მუშაობაზე მათი პრობლემების კოლეგებთან განხილვამ. მასწავლებლეთან ფოკუს-ჯგუფის დროს გამოითქვა მოსაზრებები, რომ  გამოცდილების გაზიარებამ, შესაბამისი ლიტერატურის გაცნობამ და მოსწავლეებისთვის სწორად მიცემულმა საშიანო დავალებამ დადებითად იმოქმედა დავალების შესრულების ხარისხზე. მოსწავლეებს ზომიერი მოცულობისა და სათანადო სირთულის საშინაო დავალების მიცემის შემდეგ მათ სისტემატიურად მოჰქონდათ ხარისხიანად და სრულყოფილად შესრულებული დავალება.
     მშობლების დამოკიდებულებების დასადგენად ჩავატარე ფოკუსჯგუფი მათთან, სადაც გაირკვა, რომ მშობლებს ამჯერად მეტი ინფორმაცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ   როგორ უნდა შეასრულონ საშინაო დავალება მათმა შვილებმა და როგორია მათი როლი ამ დროს. მშობლებთან საუბრისას ასევე გამოიკვეთა რომ მოსწავლეები დამოუკიდებლად ცდილობდნენ დავალების შესრულებას და ნაკლებად მიმართავდნენ მშობელს დასახმარებლად.


VII თავი
დასკვნა
    ჩემ მიერ განხორციელებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ საშინაო დავალების შესრულების მთავრ პრობლემას წარმოადგენს
საშინაო დავალების შეუმოწმებლობა ან არადროული და არასრულყოფილი შემოწმება.
მშობლების არაინფორმირებულობა საშინაო დავალების რაობასთან დაკავშირებით
საშინაო დავალების სიჭარბე
მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების უგულვებელყოფა
აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატრებული ინტერვენციების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა.
ვფიქრობ, რომ აღნიშნულმა კვლევამ ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემი და ჩემი კოლეგების ინფორმირებულობაზე საშინაო დავალების მიცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რამაც დადებითად იმოქმედა საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე მოსწავლეთა მიერ.


გამოყენებული ლიტერატურა

1. http://www.mastsavlebeli.ge/
2. http://rcs.ge/?p=288
3. http://rcs.ge/?p=288#sthash.Z2ShdEXC.dpuf
4. http://www.4motivi.com/
5. http://www.axaliganatleba.ge/
6. სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები, თბილისი, 2004


დანართი 1 -    ანკეტა I-IV კლასის მოსწავლეთა მშობლებისთვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას საშიანაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემების დასადგენად და მათ აღმოსაფხვრელად


1. ხალისით ასრულებს თუ არა თქვენი შვილი საშინაო დავალებას?

o   დიახ
o არა
o ზოგჯერ


2.      საჭიროზე მეტ დროს ანდომებს თუ არა თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას?

o   დიახ
o არა
o ზოგჯერ

3. ეხმარებით თუ არა თქვენს შვილს საშინაო დავალების შესრულებაში?

o დიახ
o არა
o ზოგჯერ



დანართი 2 –  ანკეტა I-IV კლასის მოსწავლეებისთვის

მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას საშიანაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემების დასადგენად და მათ აღმოსაფხვრელად

1. საშინაო დავალებებს...
ა)  ვერ  ვასრულებ მშობლების დახმარების  გარეშე         
ბ) ვასრულებ  სრულიად  დამოუკიდებლად
გ) მჭირდება  მცირეოდენი  მითითებები

2. მშობლები დავალებებს  ახლიდან  მიხსნიან  იმიტომ, რომ...
ა)  მასწავლებელი ზოგჯერ არ გვამუშავებს სათანადოდ
ბ)   ხანდახან გაკვეთილზე უყურადღებოდ ვზივარ
გ)  დავალება რთულია და მიჭირს გააზრება
დ)  დავალების ახლიდან ახსნა  არ მჭირდება

3. მშობლის როლი  ჩემი დავალების შესრულებაში?
ა)   ჩემთან ერთად დაჯდეს და დამეხმაროს     
ბ)   რაც ნაკლებად ჩაერევა, მით მეტ დამოუკიდებლობას მიმაჩვევს
გ)    უნდა დამეხმაროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

4.       რა სახის დავალებების შესრულება მიხარია ყველაზე  მეტად?
 ა)   წერითი დავალებების;                 
 ბ) ზეპირი(კითხვა, თხრობა)
 გ)  ბუკში ჩატვირთული დავალებების


დანართი 3 –  ანკეტა I-IV კლასის მასწავლებლებისათვის


მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას საშიანაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემების დასადგენად და მათ აღმოსაფხვრელად


1.      ხალისით იღებენ თუ არა მოსწავლეები თქვენ მიერ მიცემულ დავალებებს?

ა.      დიახ
ბ.      არა
გ.     ზოგჯერ

2.      საშინაო დავალების მიცემის დროს აძლევთ თუ არა მოსწავლეებს დავალების შესასრულებელ ინსტრუქციას?

ა.      არასოდეს ვაძლევ ინსტრუქციას
ბ.      ყოველთვის ვაძლევ ინსტრუქციას
გ.      ზოგჯერ ვაძლევ ინსტრუქციას

3.      ასწორებთ თუ არა საშინაო დავალებას?


ა.      ყოველთვის ვასწორებ
ბ.      ზოგჯერ ვასწორებ
გ.       ვერ ვასწრებ


4.      როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ მიცემული დავალება:

ა.      ზომიერია
ბ.      დიდი მოცულობისაა
გ.      მცირე მოცულობისაა






Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen