N1
საგანი: მათემატიკა
მასწავლებელი: ლანა ბართაია
|
|||
გაკვეთილის თემა: შევავსოთ პიქტოგრამა
|
კლასი:
მეორე
მოსწავლეთა რაოდენობა: 23
|
||
დრო:
ხანგრძლივობა 45 წუთი ( ფაზა III - შემდეგ )
|
|||
გაკვეთილის / აქტივობის ძირითადი მიზანი:
მოსწავლეებმა გამოიმუშაონ თვისობრივ
მონაცემთა მოწესრიგების უნარ-ჩვევბი, ზეპირსიტყვიერად აღწერონ /განმარტონ
პიქტოგრამა; განივითარონ გაორმაგება/განახევრების და გამოთვლითი უნარ-ჩვევები
|
|||
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
II.5 მოსწავლეებს შეუძლიათ რიცხვებისა და მათზე
მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.
II.11 მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი მონაცემების შეგროვება
მისი უშუალო გარემოცვის შესახებ
II.12 მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ მონაცემთა მოწესრიგება
|
|||
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებს შეუძლიათ ცხრილის შევსება/აღწერა/დახასიათება
მარტივი პიქტოგრამების აღწერა/დახასიათება,
მოცემული მონაცემებით კითხვებზე პასუხის გაცემა
მოსწავლეებშს შეუძლიათ მოქმედებები ორნიშნა რიცხვებზე, გაორმაგება/განახევრება
|
|||
საჭირო მასალები:
მაგნიტური
დაფა, წყვილებში მუშაობის ბარათები სხვადასხვა დავალებებით, მარკერები, მაგნიტები,
სახელმძღვანელო, მოსწავლის რვეული, ფლიპჩარტზე დამზადებეული სხვადასხვა სახის პიქტოგრამა
|
|||
გაკვეთილის / აქტივობის ეტაპები
|
|||
I წინასწარ
1. სამოტივაციო თამაში ,,მატარებელი“ -
მოსწავლეები ჩემ მიერ დასახელებული
რიცხვიდან იწყებენ რიცხვების გაორმაგებას ერთმანეთის მიყოლებით
2. საშინაო დავალების ერთობლივი
განხილვა.
მოსწავლე გამოდის დაფსთან და
განიხილავს სახლში შესრულებულ სავარჯიშოს,
დანარჩენები უსმენენ და საჭიროების
შემთხვევაში ერთვებიან
3. წინარე ცოდნის გააქტიურება - რა არის
ცხრილი? პიქტოგრამა? რა შეგვაქვს პიქტოგრამაში? რითი აღვნიშნავთ მონაცემებს?
მონაცემების სიმრავლის დროს რა ხერხს მივმართავთ? ერთი სიმბოლო რამდენ მონაცემს
შეიძლება უდრიდეს?
|
II
განმავლობაში
4. მოსწავლეებს შევახსენებ სავარჯიშოების
შესრულების ინსტრუქციას და ასევე შევახსენებ მათი შესრულების მიზანს.
5. მუშაობა
სახელმძღვანელოში მთელ კლასთან ერთად - მოსწავლეები შეავსებენ პიქტოგრამას
და უპასუხებენ კითხვებს. ასევე
ამოხსნიან ერთ ტექსტურ ამოცანას
|
III
შემდეგ
6. ,,მეგობრობის საათი „ - მუშაობა
წყვილებში - ვაფასებ მოსწავლეთა მზაობას და წყვილებს ვაძლევ შესაფერის
დავალებას. ურიგდებათ ფერადი ბარათები,
უნდა შეავსონ პიქტოგრამა მოცემული მონაცემების საფუძველზე
7. ასრულებენ ტესტს ინდივიდუალურად
8. ვახდენ მოსწავლეთა შეფასებას
წყვილებში და ინდივიდუალურად შესაბამისი რუბრიკით
9. ვაძლევ საშიანაო დავალებას
|
|
შეფასება
1) საშინაო
დავალების შესრულების ხარისხი;
2) საკლასო
აქტივობებში მოსწავლის ჩართულობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი ;
3)
მოსწავლის ქცევა გაკვეთილის განმავლობაში, განსაკუთრებით წყვილებში მუშაობის დროს.
4) ტესტური დავალების შესრულების ხარისხი
|
|||
ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
პიქტოგრამის აღწერა
|
აღწერს პიქტოგრამის მონაცემებს
დამოუკიდებლად
|
აღწერს პიქტოგრამის მონაცემებს ჩემი
დახმარებით
|
ვერ აღწერს პიქტოგრამის მონაცემებს
|
მონაცემთა რაოდენობების დახასიათება
|
ახასიათებს თითოეულ ქვეჯგუფში მონაცემთა
რაოდენობას
|
უჭირს თითოეულ ქვეჯგუფში მონაცემთა
რაოდენობის დახასიათება
|
ვერ ახასიათებს თითოეულ ქვეჯგუფში
მონაცემთა რაოდენობას
|
წყვილების
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
ურთიერთმოსმენა
|
უსმენენ ერათმანეთს და იზიარებენ აზრებს
|
ნაწილობრივ უსმენენ ერათმანეთს და ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრებს
|
საერთოდ არ უსმენენ ერათმანეთს და არ იზიარებენ ერთმანეთის აზრებს
|
დავალებასთან შესაბამისობა
|
ყველა
ინსტრუქცია გათვალისწინებულია და სრულყოფილად ასრულებენ
დავალებას
|
ინსტრუქციათაგან წყვილები მიჰყვებიან მხოლოდ ზოგიერთს
|
წყვილების მუშაობა არ შეესაბამება დავალების შინაარსს
|
N2
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
თამარ ადამიას: "კოდალების თავსამკაული“
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
დაწყებითი საფეხური ; მე - 2 კლასი
|
საგანი
მასწავლებლის სახელი და გვარი |
ქართული ენა
ლანა ბართაია |
მოსწავლეთა რაოდენობა
|
22
|
გაკვეთილის საწავლო მიზნები / სწავლის შედეგები
|
მოსწავლემ შეძლოს კითხვის
სხვადასხვა სტრატეგიებით გაგება - გააზრებით კითხვა,
უცნობი სიტყვების გააზრება , დამახსოვრება და
მისი გამოყენება, შეძლოს ტექსტზე დამოუკიდებელი მუშაობა,
მოსწავლეს განუვითარდება მეტაკოგნიტური და კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაციის უნარ- ჩვევები,
გაიმდიდრებს ლექსიკას.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი /ინდიკატორები
|
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია
მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი
მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების
დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
|
გაკვეთილის თანმიმდევრობა (აქტივობები )
|
A -
ფაზა წაკითხვამდე:
1. მისალმების შემდეგ მოსწავლეებს შევახსენებ შეფასების რუბრიკებს, რის მიხედვითაც მოხდება მათი შეფასება გაკვეთილის ბოლოს
2. გავაცნობ გაკვეთილის მიზანს : - ჩვენი
დღევანდელი გაკვეთილის მიზანია ახალი ტექსტის წაკითხვა, დამუშავება გაგება-გააზრება
სხვადასხვა სავარჯიშოების გამოყენებით.
3. ერთ მოსწავლეს წავაკითხებ დაფაზე დაწერილ სათაურს.
გავარჩევთ სათაურში ნახსენებ სიტყვებს სათითაოდ:
- როგორი ფრინველია კოდალა?
- შინაურია
თუ გარეული?
- კიდევ რა ვიცით კოდალას შესახებ?
- გინახავთ კოდალა?
- რას აკეთებს ის?
- თუ გსემნიათ კოდალას
კაკუნი?
- რატომ აკაკუნებს ხეზე?
მეორე სიტყვა ,,თავსამკაული“
- რა არის სამკაული?
- თავსამკაული რა იქნება?
- როგორ ფიქრობთ კოდალასთან რა კავშირში იქნება თავსამკაული? (ამის შემდეგ მოსწავლეებს
ვუჩვენებ კოდალას ფერად სურათს)
5. ლექსიკურ ერთეულებზე
მუშაობა:
დაფაზე გავაკრავ სავარაუდოდ
მათთვის უცნობ სიტყვებს მოთხრობიდან: ბუმბული, მუხა, ჭიაღუა, საშველად,
მკურნალი. ვაკითხებავ მათ და
ვთხოვ მოსწავლეებს შეძლებისდაგვარად განმარტონ სიტყვები. საჭიროებისამებრ
ვეხმარები სიტყვების მნიშვნელობის დაზუსტებაში. მაგ: -როგორი ხეა მუხა? (ფოთლოვანი თუ წიწვოვანი) - რა
ჰქვია მუხის ნაყოფს? - რისთვის იყენებენ ბუმბულს ადამიანები? - მკურნალის მსგავსი
მნიშვნელობის სიტყვა რომელია? ასევე ვუჩვენებ შესაბამის სურათებს
(იხ. დანართი 5)
4. ,,ვარაუდების ღრუბლების“
შევსება - დაფაზე მოცემული სიტყვებითა და
სათაურით შეეცადეთ ივარაუდოთ რაზე იქნება
მოთხრობა და შევავსოთ ვარაუდების ღრუბლები. (მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს და
მე ვწერ შესაბამის სქემაში)
B - კითხვის ფაზა:
1. ბავშვებს შევახსენებ კითხვის სტრატეგიას . ვისმენთ
და ვუყურებთ პროექტორზე მოთხრობის აუდიო-ვიდეო
ჩანაწერს, სადაც მოსწავლეები ისმენენ მოთხრობის ტექსტს. შედმეგ მე თვითონ ხმამღლა ვკითხულობ ტექსტს და ბოლოს ვაკითხებ კითხვაში გაწაფულ რამდენიმე
მოსწავლეს
2. ვახდენთ ვარაუდების გადამოწმებას
3. შეკითხვებზე მუშაობა : - ვავალებ ჯგუფებს მოიფიქრონ თითო შეკითხვა მოთხრობის
ირგვლივ და დაუსვან სხვა ჯგუფის წევრს. სავარაუდო შეკითხვები: - რა დაემართა მუხას?
- ვის მიმართეს დასახმარებლად მუხის მეგობარმა ფრინველებმა? - რა ქნეს კოდალებმა?
- როგორ გადაუხადა მუხამ კოდალებს მადლობა? - რა საჩუქარი აჩუქეს ფრინველებმა კოდალებს?
- რისგან გაუკეთეს თავსამკაული? - რა ფერის არის კოდალების თავსამკაული?
C - ფაზა წაკითხვის შემდეგ:
5. ჯგუფური მუშაობა: - მოსწავლეებს ვუხსნი ჯგუფური
მუშაობისა და სამუშაოს შესრულების ინსტრუქციას და ვუსაზღვრავ დროს. დავურიგებ ბარათებს
( იხ.დანართი 1), რომლებშიც მოცემულია წინადადებები არეულად , მოსწავლეებმა უნდა
შეადგინონ წინადადებები და სიტყვები თანმიმდევრობით
დააკავშირონ შესაბამის ციფრთან. სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფის ერთი წევრი წაიკითხვას
წინადადებას.
6. ინდივიდუალური მუშაობა - აქაც გავაცნობ ინსტრუქციას დავურიგებ ყველას სათითაოდ დავალების ბარათებს (იხ.დანართი 2 ) და აქაც ვუსაზღვრავ დროს.
7. მოთხრობის შეჯამება: ვახდენთ მოთხრობის შეჯამებას და გამოგვაქვს დასკვნები
შემდეგი კითხვების დახმარებით - რა ზიანს აყენებს ჭიაღუა ხეებს? - რას შეუძლია მისი დახმარება? - როგორი ფრინველი
ყოფილა კოდალა? - იცით თუ არა რომ კოდალებს ტყის მცველს უწოდებენ? - რატომ? - თქვენ
თუ დაგინახავთ ჭიაღუებისაგან დაზიანებული ხე? - როგორ გამოიყურება ასეთი ხე? ადამიანს
თუ შეუძლია მისი დახმარება? - თქვენ თუ უვლით მცენარეებს? - როგორ?- მსგავსი მოთხრობა
თუ წაგიკითხავთ ან მოგისმენიათ?
8. გაკვეთილის შეჯამება:
შევაჯამებთ გაკვეთილს - რა ვისწავლეთ? (მოთხრობა
,,კოდალების თავსამკაული“, სიტყვები: ჭიაღუა, ბუმბული....) - როგორ ვისწავლეთ? (აუდიო-ვიდეო
ჩანაწერით, სქემებით, სავარჯიშოებით..)
|
შეფასება
|
მოსწავლეები ფასდებიან ყოველი
აქტივობის შესრულების შემდეგ წამახალისებელი სიტყვებით, კომენტარებით:
,, ყოჩაღ ", ,, ვიცოდი
რომ თქვენ
შეძლებდით", ,, კარგი
ხარ ", ,, მომწონს თქვენი
მუშაობა". გაკვეთილის ბოლოს ჯგუფებს ვაფასებ შესაბამისი რუბრიკის
მეშვეობით (იხ. დანართი 3 ) ასევე რამდენიმე მოსწავლეს ვაფასებ ინდივიდუალურად შესაბამისი
სქემის მიხედვით (იხ. დანართი 4 )
|
საგანმანათლებლო რესურსები
|
ტექსტები, დაფა, პროექტორი,მაგნიტები,
,,კოდალების თავსამკაულის“ აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ( , https://www.youtube.com/watch?v=73_qn9AChnM ) ფლიპჩარტებზე დახაზული სქემები,ფერადი ფურცლები,
დასურათებული ლექსიკური ერთეულები, მარკერი
|
დანართი 1.
I ჯგუფი
მუხის დიდი იდგა ველზე ხე
1 2 3 4 5
II ჯგუფი
მუხას ჭიაღუა დაესია ერთხელ
1 2 3 4
III ჯგუფი
შეწუხდნენ ფრინველები მეგობარი ძალიან მუხის
1 2 3 4 5
IV ჯგუფი
ძალიან
ფრინველებს უყვარდათ მუხა
1
2
3 4
V ჯგუფი
მოიწყინა დაბლა მუხამ დახარა ტოტები
1 2 3 4 5
დანართი 2.

1. ამოწერე მოთხრობიდან
ორი უსულო საგნის სახელი:
2. ამოწერე მოთხრობიდან
ორი სულიერი საგნის სახელი:
3. დაასრულე წინადადება:
მუხამ
კოდალებს მადლობა
ფრინველებმა კოდალებს ბუმბულისაგან აჩუქეს.
დანართი 3
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
![]() |
![]() |
![]() |
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა წევრი ჩართულია
|
უმრავლესობა ჩართულია
|
უმრავლესობა არ
არის ჩართული
|
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების
უნარი
|
უსმენენ ერთმანეთს
და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ,ნაკლებად
იზიარებენ ერთმანეთის აზრებს
|
კამათობენ, არ
უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
მუშაობენ ინსტრუქციის
მიხედვით
|
მეტნაკლებად იცავენ
წესებს
|
საერთოდ არ იცავენ ინსტრუქციის წესებს
|
დანართი
4
ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
![]() |
![]() |
![]() |
ჩართულობა
|
საგაკვეთილო პროცესში მეტნაკლებად ჩართულია
|
საგაკვეთილო პროცესში მეტნაკლებად ჩართულია
|
არ იღებს მონაწილეობას საგაკვეთილო პროცესში
|
ზეპირი მეტყველება
|
განსაკუთრებულად გამართულად მეტყველებს, გადმოსცემს აზრს ლოგიკური თანმიმდევრობით
|
მეტყველებს მეტნაკლებად გამართულად, უჭირს აზრის გადმოცემა
|
მეტყველებისას არის ხარვეზები, დარღვეულია აზრის გადმოცემის თანმიმდევრობა
|
წერითი მეტყველება
|
სამუშაო შესრულ. ზუსტად და
შეესაბამება შინაარსს
|
სამუშოს ასრულებს მეტნაკლებად
|
სამუშაო არ შეესაბამება შინაარსს, ვერ გადის შედეგზე
|
დანართი 5
ბუმბული


მუხა

ჭიაღუა

N3
გაკვეთილის თემა
|
მარიამ წიკლაური: ელფი
ექიმთან
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
დაწყებითი საფეხური ; მე - 2 კლასი
|
საგანი
მასწავლებლის სახელი და გვარი |
ქართული ენა
ლანა ბართაია |
მოსწავლეთა რაოდენობა
|
23
|
გაკვეთილის საწავლო მიზნები / სწავლის შედეგები
|
მოსწავლემ შეძლოს კითხვის
სხვადასხვა სტრატეგიებით გაგება - გააზრებით კითხვა,
უცნობი სიტყვების გააზრება , დამახსოვრება და
მისი გამოყენება, შეძლოს ტექსტზე დამოუკიდებელი მუშაობა,
მოსწავლეს განუვითარდება მეტაკოგნიტური და კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაციის უნარ- ჩვევები,
გაიმდიდრებს ლექსიკას.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი /ინდიკატორები
|
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია
მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი
მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
|
გაკვეთილის თანმიმდევრობა (აქტივობები )
|
A -
ფაზა წაკითხვამდე:
1. მისალმების შემდეგ გავაცნობ გაკვეთილის მიზანს : - ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის მიზანია ახალი ტექსტის წაკითხვა, დამუშავება, გაგება-გააზრება სხვადასხვა სავარჯიშოების გამოყენებით, გაწაფული კითხვის აქტივობები. შევახსენებ შეფასების რუბრიკებს, რის მიხედვითაც მოხდება მათი შეფასება გაკვეთილის ბოლოს
2. მოსწავლეებს ვაჩვენებ ელფის ფერად ილუსტრაციას
და ვკითხავ იციან თუ არა რამე მის შესახებ ( რა იციან? სად უნახავთ? როგორია? და
ა. შ.). შემდეგ გავაცნობ სათაურს.
ვისაუბრებთ სათაურზე და ტექსტის
სტრუქტურაზე ( ლექსია თუ მოთხრობა? ილუსტრირებულია თუ არა? რატომ არის ზოგიერთი სიტყვა
მუქად დაწერილი?)
3 . ,,ვარაუდების ღრუბლების“ შევსება - დაფაზე მოცემული ილუსტრაციებით და სათაურით შეეცადეთ ივარაუდოთ რაზე იქნება მოთხრობა და შევავსოთ ვარაუდების
ღრუბლები. (მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს და მე ვწერ შესაბამის
სქემაში)
4. . ლექსიკურ ერთეულებზე
მუშაობა: ,,სიტყვის პირამიდა“ - სიტყვის პირამიდის სქემაში წინასწარ დაწერილია
სავარაუდოდ მათთვის
უცნობი სიტყვები მოთხრობიდან: ლანჩა, ხარაზი, ძღვენი, ყავარჯენი. ვაკითხებ და
ვთხოვ მოსწავლეებს შეძლებისდაგვარად განმარტონ სიტყვები. საჭიროებისამებრ
ვეხმარები სიტყვების მნიშვნელობის დაზუსტებაში. ასევე ადგენენ წინადადებებს ახალი ლექსიკური ერთეულების
გამოყენებით.
B - კითხვის ფაზა:
1.
კითხვა აუდიო ჩანაწერის დახმარებით. ბავშვებს შევახსენებ
კითხვის სტრატეგიას . მოსწავლეები ჯერ ისმენენ ჩანაწერს თან თვალს აყოლებენ ტექსტს, ბოლოს ვაკითხებ კითხვაში გაწაფულ რამდენიმე მოსწავლეს
და ხდება წაკითხულის თვითშეფასება გამართული კითხვის თვითშეფასების რუბრიკის მიხედვით
(იხ. დანართი 1). კითხვის დროს ეტაპობრივად ვახდენთ ვარაუდების გადამოწმებას.
2.
ჯგუფური მუშაობა - ჯგუფებს ვავალებ დაუსვან თითო შეკითხვა
სხვა ჯგუფის წევრებს და გასცენ პასუხები.
3.
პერსონაჟის რუკა - მთელ კლასსთან ერთად ვავსებთ ფლიპჩარტზე
წინასწარ დახაზულ სქემას (იხ. დანართი 2)
C - ფაზა
წაკითხვის შემდეგ:
1.
როლური თამაში - ორ მოსწავლეს ვთხოვ გაითამაშოს ელფისა
და ექიმის როლი.
2.
სწრაფი წერა - მოსწავლეებს ვურიგებ ინდივიდუალურ ბარათებს ( იხ. დანართი
3), სადაც წერია ღია და დახურული შეკითხვები და უნდა გასცენ პასუხები
3. მოთხრობის შეჯამება: ვახდენთ მოთხრობის შეჯამებას და გამოგვაქვს დასკვნები. მოსწავლეები წაკითხულ მასალას უკავშირებენ საკუთარ გამოცდილებას და სხვა ტექსტებს.
3.
გაკვეთილის შეჯამება: შევაჯამებთ გაკვეთილს - რა ვისწავლეთ?( ლექსი
- ელფი ექიმთან, სიტყვების მნიშვნელობა ხარაზი,
ლანჩა, ძღვენი) როგორ ვისწავლეთ? ( აუდიოჩანაწერის დახმარებით, სხვადასხვა სქემებით)
4.
საშინაო დავალება -
მოსწავლეებს ვურიგებ ფერად ბარათზე დაბეჭდილ
სქემას ,,ჩემი ალბომი“, რომელიც უნდა შეავსონ სახლში. ვაძლევ მკაფიო ინსტრუქციას.
|
შეფასება
|
მოსწავლეები ფასდებიან ყოველი
აქტივობის შესრულების შემდეგ წამახალისებელი სიტყვებით, კომენტარებით:
,, ყოჩაღ ", ,, ვიცოდი
რომ თქვენ
შეძლებდით", ,, კარგი
ხარ ", ,, მომწონს თქვენი
მუშაობა". გაკვეთილის ბოლოს ჯგუფებს ვაფასებ შესაბამისი რუბრიკის
მეშვეობით (იხ. დანართი 4 ) ასევე რამდენიმე მოსწავლეს ვაფასებ ინდივიდუალურად შესაბამისი
სქემის მიხედვით (იხ. დანართი 5 )
|
საგანმანათლებლო რესურსები
|
ტექსტები, დაფა, პროექტორი,მაგნიტები , ფლიპჩარტებზე დახაზული სქემები,ფერადი ფურცლები, დასურათებული ლექსიკური
ერთეულები, მარკერი
|
დანართი 1
გამართული კითხვის თვითშეფასება
სიზუსტე



ყურადღებას ვაქცევდი სასვენ ნიშნებს?



გაბმულად წავიკითხე?
ზომიერი სისწრაფით წავიკითხე?
ძალიან სწრაფი/ნელი ხომ არ ვიყავი?
გამომსახველობითი წაკითხვა
ინტონაციით სწორად გადმოვეცი?



რობოტივით ხომ არ წავიკითხე?
კითხვისას სწორად ვიყენებდი ჟესტ-მიმიკას?
დანართი 3
მოსწავლის სახელი და გვარი
----------------------------------------------------
1. როგორი პერსონაჟია
ელფი? შემოხაზე სწორი პასუხი
ა) ბოროტი ბ) მშრომელი გ) ზარმაცი
2. რას კრეფდა პატარა
ელფი ტყეში?
-------------------------------------------------------------------------------
3. რა დაემართა პატარა ელფს?
ა)
ფუტკარმა უკბინა თითზე ბ) ეკალი შეესო თითზე
4. ჩასვი გამოტოვებული
სიტყვა:
ელფის ფეხსაცმელზე ---------- იყო ამძვრალი.
5. გაეცი კითხვას პასუხი და ჩაწერე: ვინ დაუკერა
ელფს ფეხსაცმელზე ლანჩა?
-----------------------------------------------------------------------------
6. რით მივიდა ელფი ექიმთან?
----------------------------------------------------------------------------
დანართი 4
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
![]() |
![]() |
![]() |
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა წევრი ჩართულია
|
უმრავლესობა ჩართულია
|
უმრავლესობა არ
არის ჩართული
|
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების
უნარი
|
უსმენენ ერთმანეთს
და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ,ნაკლებად
იზიარებენ ერთმანეთის აზრებს
|
კამათობენ, არ
უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
მუშაობენ ინსტრუქციის
მიხედვით
|
მეტნაკლებად იცავენ
წესებს
|
საერთოდ არ იცავენ ინსტრუქციის წესებს
|
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen